martedì 21 febbraio 2012

----------------------------


ახლა კი მეორე ჩემი პოსტი მინდა რომ ჩემი ლექსები გაგაცნოთ ზოგისგან დაწუნებული ზოგისგან კიდევ მოწონებული.
ეს ის იმ ლამაზ წელსაა დაწერილი ანეგელოზი რო შემოიჭრა ჩემს გულში!




















1


დავჯდები და ვიფიქრებ ბევრს 
ავიღებ კალამს და დავწერ ლექს
მივყვები მარტო ამ ლამაზ დღეს
და ველოდები კაშკაშა მზეს









დავთვრები მაგრად ვიმღერებ ბევრს
და გავუყვები ოცნების გზებს
სიმღერ სიმღერით მივდივარ მეც
და არსად არ ჩანს ლამაზი მზეც 

მივყვები მარტო ჩემ სასტიკ ბედს
მაგრამ მე ვერ ვხედავ საოცარ ხედს 
ხედი რომელიც მანახებს ბევრს
მე მხოლოდ ამასა ვთხოვ ჩემს მაღალ ღმერთს



ეს კი ჩემი პირველი ლექსია  ნუ ის პერიოდია როცა სიყვარულის აზარტში ვარ შესული 

2
მე ველი სიკვდილს სანატრელს
რომ გამითხრიან სამარეს
მე ვეღარ ვხედავ მამა ღმერთს
და ადამიანს საყავრელს

მე მინდა ქვენად ზეცადა
მაგრამ ვერ მივალ ვერსადა
და არაფერი მეცადა
რომ სიყვარული მენატრა


ღმერტო მე შენი შვილი ვარ
რომელსაც უჭირს ქვეყნადა
მე აღარ მინდა სიცოცხლე
და წამიყვანე ზეცადა

მე სიყვარული მებადა
და სილამაზე მელანდა
რომელიც თვალსა რჩებადა
სულ მეყვარება ქვეყნადა


ეს კი ის ლექსია სადაც ნამდვილად სიკვდილს ველოდი, სადაც ყოველი წამი თითზე სათვლელი მქონდა. 

3

არ მჭირდება ფული
რად გავიბოროტო სული
მე მჭირდება გული
და დიდი სიყვარული



მე მჭირდება სული
და სიყვარული სრული
რომ გამინათოს გული
მეღირსოს სიყვარული


ამ ლექსით იმის თქმა მსურს რომ სიყვარულ ფულით არ უნდა ზღებოდეს 

4

ვარ ერთი ბიჭი 
მე ეხლა ვიპოვე ჩემ თავში ნიჭი
ნიჭი რომელიც სიყვარულია
მე უსიყვარულოდ ცხოვრება მიჭირს.

მე შენთვის ვიბრძვი
და ცხოვრებაც მიჭირს
დავდივარ ფიქრით
და წლებიც მიმდის.



5.

დადგება დრო როდესაც მეტყვი მიყვარხარ?
და აღარ მექნება ჩემს თავზე კითხვაც ვინავარ.
გავუძლებ ამ დროს სწრაფად მიმავალს???
მე ისევ მთვრალი ვარ სიყვარულით შინავარ

სულაც არ მასვენებს ფიქრები შენზე
ღამე ვერ ვიძინებ ვბრაზდები ჩემზე
მაგრამ ისევ ვფიქრობ საოცარ დღეზე
და მუდამ ვიტყვი სალოცავს ღმერთზე

6.

ყველაფერი ხომ მუქი შავია
გარეთ სიცივე, ნელი ქარია
დიდი სიჩუმე ბევრი კვამლია
ჩემი ქალაქი ისევ მკვდარია


ეს ყველაფერი ვისი ბრალია?
ეს ჩემი გული კიდე მთვრალია?
ქუჩა შავია დიდი მთვარეა
ეს სიყვარულიც ჩემი ბრალია

რაც მე ვიხილე სიზმარი არ არის
მე დავინახე ბოტლები არაყის
გუბე დგას ტალახის
არ მჯერა არაფრის

სიზმარი არ არის? 
ზღაპარიც არ არის?
ხმაც არ ისმის არავის
ეს ხომ ჩაბნელებული გზა არის

ქუჩა სავსეა ნაგავით
ვიღაცა ლოთობს არაყით
არავინ უკრავს საკრავით
და ვერ ვეხმარები არაფრით

რეალობაა ეს ყველაფერი
და ვერ ვუშველე მე ვერაფერი
მე ისევ წავალ დავჯდები სახლში
ქვეყნად მეყვარება მე ყველაფერი

ჩემს შესახებ

მინდე ყველას მივესალმო ჩემი პირველი ბლოგი გავხსენი დღეს და მინდა რომ ყველაფერი წარმატებით დავიწყო.
ჩემს შესახებ!
დავიბადე  1993 წლის 15 თებერვალს ქალაქ ქუთაიში სადაც  ნამდვილი სითბო და ნამდვილი სიყვარულია . ვსწავლობდი ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში  დავამთავრე 10 კლასი  რის შემდეგ წავედი   საზღვარგარეთ  მის მერე კიდევ აქ ვარ .
ბლოგს რაც შეეხება უსიყვარულობა. ალბათ ყველას გაფიქრებთ რატომ დავარქვი ჩემს ბლოს უსიყვარულობა?!
2009 წელი ყველაზე ტკბილი მოგონებების წელი დარჩება ჩემს ცხოვრებაში.  ესეთი ლამაზი წელი არასოდეს მინახავს  ძალიან ლამაზი წელი იყო და იქნება მუდამ. გავიცანი ის ვისა ვეძებდი, დავინახე ის რაც  დასანახი იყო, შევიგრძენი ნამდვილი სიყვარული და დავინახე ანგელოზი რომელიც ჩემთვის  ყველაზე ლამაზი იყო.
დრო გადიოდა  არ მქონდა იმის ნება რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო  სამი წელი გავა  სულ მალე რაც ის ჩემს გულში ცხოვრობს. არასოდეს დამავიწყდება ის ზაფხული  როცა მე ის გავიცანი და გულის სიღმემდე შევიყვარე.  არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული და არც  სურვილი გამჩენია  ის პირველი იყო და პირველი დარჩება ჩემს ცხოვრებაში.
ამ ბლოგით მინდა ბევრი რამე ვთქვა და ბევრი რამ გამოვხატო  სათაური კი იმას ნიშნავს რომ ნამდვილად ძნელი ყოფილა უსიყვარულოდ ცხვრება.